KADREBI.GE-ის HR ადმინისტრირების ონლაინ პლატფორმა
აღრიცხვის ელექტრონული სისტემა გაცილებით მარტივს და ეფექტურს ხდის ორგანიზაციის ადამიანური რესურსების განყოფილების მუშაობას, დასაქმებულების აღრიცხვისა და მართვისათვის
საჭირო ფუნქციების ერთ სისტემაში გაერთიანების კუთხით.
შრომის კოდექსიდან გამომდინარე საქართველოში მოქმედ ყველა დამსაქმებელს
თანამშრომლების მიერ შესრულებული
სამუშაო საათების ზუსტი აღრიცხვა ევალება. ელექტრონული აღრიცხვის სისტემები ამ პროცესს უფრო ამარტივებს.
სამუშაო დროის ადმინისტრირება და აღრიცხვა, როგორც დამსაქმებლის ასევე დასაქმებულის
ინტერესშია. ელექტრონული მართვის სისტემა აღრიცხვიანობა ხელს უწყობს მხარეთა ურთიერთობაში გამჭვირვალობას, რაც სამომავლოდ შრომითი დავების პრევენციის ერთ-ერთი საშუალებაა., აღნიშნული სისტემა ადამიანური და დროის რესურსის ხარჯვასთან ასოცირდება.
მოწყობილობის
პროგრამაში ავტომატურად აისახება თანამშრომელთა სამუშაო დროის მონაცემები წამის სიზუსტით და შემდეგ რეპორტი მიიღება სწორედ იმგვარად, როგორც რეგულაციები ითვალისწინებს. მისი მეშვეობით შესაძლებელია, დაგვიანებით გასვლის, გვიან მოსვლის, სრული ნამუშევარი საათებისა და დამატებით შესრულებული სამუშაო საათების აღრიცხვა. პროგრამაში შესაძლებელია თანამშრომელთა შესახებ მონაცემების შეყვანა, დეპარტამენტების მიხედვით მათი დახარისხება.
აღრიცხვა ხდება ბარათის/ჩიპის/კოდის გამოყენებით.
აღრიცხვის წარმოება მატერიალური ფორმით დამეთანხმებით მეტ ძალისხმევას
და ადამიანურ რესურსს მოითხოვს., დამსაქმებლებს, რომლებსაც არ ჰყავთ კონკრეტული ფუნქციების შემსრულებელები თანამშრომლები, მათ დასჭირდებათ
აღნიშნულ საქმეზე გამოყონ ახალი კადრი, რათა ხელით მოხდეს თანამშრომლების სამუშაო დროის აღრიცხვის წარმოება.
აღნიშნული მოწყობილობის და სისტემის გამოყენება დაგაზოგინებთ დროს და მოგცემთ საშუალებას, რომ სრული სიზუსტის დაცვით მიიღოთ რეგულაციების მიხედვით საჭირო რეპორტები, შეგიძლიათ ნახოთ ნებისმიერი თანამშრომლის მოსვლა-წასვლა, ნამუშევარი საათები, ნებისმიერი დღის/თვის ჭრილში.
No comments:
Post a Comment