სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმის შევსებისას მიეთითება:
სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმის შევსებისას გამოიყენება შემდეგი პირობითი აღნიშვნები:
ა) „გ“ – გაცდენა;
ბ) „ს/ფ“ – საავადმყოფო ფურცელი;
გ) „შ“ – ანაზღაურებადი შვებულება;
დ) „უხ/შ“ – შვებულება ანაზღაურების გარეშე;
ე) „X“ – დასვენების და უქმე დღეები.
შრომის კოდექსში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, დამსაქმებლები ვალდებულნი არიან , აღრიცხონ დასაქმებულის სამუშაო საათები, აღნიშნული ცვლილების გათვალისწინებით ნეთ სითი გთავაზობთ ონლაინ პლატფორმას, რომლის მეშვეობითაც მარტივად შეძლებთ ადმინისტრაციული პროცესების მართვას., ზედმეტი ძალისხმევის გარეშე აღრიცხავთ თანამშრომლების სამუშაო საათებს, შექმნით სასურველ განრიგებს და მარტივად მოახდენთ კანონით მოთხოვნილ თანამშრომელთა ნამუშევარი დროის რეპორტების გენერირებას.
აღრიცხვის წარმოება მატერიალური ფორმით დამეთანხმებით მეტ ძალისხმევას და ადამიანურ რესურსს მოითხოვს., დამსაქმებლებს, რომლებსაც არ ჰყავთ კონკრეტული ფუნქციების შემსრულებელები თანამშრომლები, მათ დასჭირდებათ აღნიშნულ საქმეზე გამოყონ ახალი კადრი, რათა ხელით მოხდეს თანამშრომლების სამუშაო დროის აღრიცხვის წარმოება.
აღნიშნული სისტემით სარგებლობა გაგიმარტივებთ ბიზნესის მართვას პროგრამული უზრუნველყოფის კუთხით. სახელმწიფოს მიერ მოთხოვნილი ტაბელის შესავსებად დამსაქმებელი ვალდებულია 18-გრაფიანი დოკუმენტი შეავსოს ზუსტად და სწორად, სადაც უნდა გაიწეროს თანამშრომლის სამუშაო დროის დაწყება, დასრულება, ზეგანაკვეთური სამუშაო დრო, შვებულება, ავადმყოფობის გამო გაცდენილი დღეები და ყველა სხვა დანარჩენი პუნქტები. მოგეხსენებათ, აღნიშნული ინფორმაციის გენერირება ერთ დოკუმენტში და მისი მატერიალური წესით, ხელით შეყვანა დიდ დროს და ძალისხმევას მოითხოვს და არც ისე მარტივია., რისთვისაც კომპანიას მოუწევს დამატებითი კადრის გამოყოფა. ზემოთ აღნიშნული დოკუმენტის ფორმირება ელექტრონულად შესაძლებელია ჩვენი პროგრამული სისტემის მეშვეობით. ყველა ინფორმაცია სისტემაში აისახება წამის სიზუსტით რაც ერთიან სურათს ქმნის ყოველი თანამშრომლის დასწრების შესახებ.
გამოიყენეთ კანონმდებლობით სავალდებულო ფორმები, ინფორმაციის მარტივად ექსპორტი ექსელის და PDF ფორმატებში
მარტივად მოხდება დასწრების ტაბელის გენერირება და ექსპორტი ექსელის ფორმატში , სადაც გამოიყოფა ნორმირებული სამუშაო საათების რაოდენობა, დღის და ღამის პერიოდში, ზეგანაკვეთური სამუშაო, შვებულება, დეკრეტი, საავადმყოფოს ფურცელი, გაცდენილი საათების რაოდენობა და სხვ.
იმ შემთხვევაში თუ თანამშრომლები დააფიქსირებენ მოსვლის და წასვლის დროს აღნიშნული ინფორმაციები თვის ბოლოს ავტომატურად გადაიტანება აღნიშნულ ექსელის ფორმატში, რაც მოგცემთ შესაძლებლობას დაზოგოთ დრო და ძალისხმევა.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გადადით მითითებულ ბმულზე:
No comments:
Post a Comment